მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი: რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი მქონდა

ექს-პრეზიდენტი
1604436149
COVID-19

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე კვირის წინ კოვიდინფიცირებული იყო. თუმცა, ვირუსი მსუბუქ ფორმებში გადაიტანა.

„ახლა მთავარია საზოგადოების კონსოლიდაცია, არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს, დაავადებებია, რაღაცეებია, მაგრამ მე თვითონ გადავიტანე ეს ვირუსი რამდენიმე კვირის წინ. გრიპზე უფრო მსუბუქად გადავიტანე.

ინფიცირებული რამდენიმე კვირის წინ ვიყავი, თითქმის არც გამიგია. უბრალოდ მერე ამომიგდო ანტისხეულები. არ უნდა გვეშინოდეს. რა თქმა უნდა ფრთხილად უნდა ვიყოთ, პირბადე ვატაროთ, ხელები დავიბანოთ. ჩემს გარშემო უამრავმა ადამიანმა გადაიტანა და გართულება არავის ჰქონია“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო ეთერში.

აგრეთვე იხილეთ: 👇

საქართველოში კორონავირუსით 27 წლის პაციენტი გარდაიცვალა

გამყრელიძე: კიდევ 1 წელი პირბადესთან ერთად ცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ

გამყრელიძე: ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეკრება