მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საჭიროა, ჩვენმა თანამოქალაქეებმა გაიაზრონ, რომ პირბადის ტარება უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც ურთიერთპატივისცემის გამოხატვა“- პაატა იმნაძე

იმნაძის კომენტარი
1614871459
COVID-19

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, გაითავისონ, რომ პირბადის ტარება ურთიერთპატივისცემის გამოხატულებაა.

პაატა იმნაძის თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი არ დაიცავს ამ პირბადის ტარების წესს, მით მეტი შანსი იქნება, რომ კორონავირუსი ისევ შემობრუნდეს.

„პირბადის მოხმარება უნდა გაიზარდოს. საჭიროა, ჩვენმა თანამოქალაქეებმა გაიაზრონ, რომ ეს უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც ურთიერთპატივისცემის გამოხატვა, როდესაც ზრდილობიანი ადამიანი პატივს სცემს მეორეს, პირბადის ტარებით პატივს სცემ გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობას. ვაქცინაცია რომ დასრულდება, შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ პირბადეების არასავლდებულო ტარებაზე.

ყველა შეზღუდვის შემსუბუქებას სჭირდება დაახლოებით ორი კვირა, რომ გამოჩნდეს ამისი შედეგები.

ჯერჯერობით არ არის ცუდი შედეგები ის გახსნები, რაც იყო ქვეყენაში. ამ გახსნების ფონზე არ ხდება დრამატული მატება შემთხვევების. შემთხვევების მატებას ველოდებით, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერი“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, ვაქცინაციის თავდაპირველი შედეგი იქნება ჰოსპიტალიზებული და გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობის შემცირება, შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში კი ის დაავადების გავრცელების შემცირებას უზრუნველყოფს.

„ინდივიდუალური შედეგები დღესაც ჩანს, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ ვაქცინაციის საზოგადოებრივი შედეგი. ისრაელში თითქმის 90 პროცენტი აცრილია ერთი დოზით, ემირატებში სადღაც 60 პროცენტი არის აცრილი ერთი დოზით. იქ შეიძლება, მალე დავინახოთ ვაქცინაციის საზოგადოებრივი შედეგები. პირველი შედეგი იქნება ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემცირება, ხოლო ნაკლები ავადობა იქნება მომავლის შედეგი.

ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ ზუსტი მონაცემები, რამდენი ხანი რჩება ინფექციის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი. მით უმეტეს, რეინფიცირების შემთხვევები არის მსოფლიოში და უკვე ჩვენთანაც არის ასეთი საეჭვო შემთხვევა. იმუნიზაციის შემდგომ რამდენი რჩება იმუნიტეტი, ახალი დაწყებულია იმუნიზაცია და ამის სამეცნიერო მტკიცებულებები არ არის“– განაცხადა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოსვლა მარტის მეორე ნახევრისთვის გადაიდო.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, გაირკვა, რომ საქართველო პირველად Astrazeneca-ს წარმოების ვაქცინას მიიღებს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️როდის დასრულდება პანდემია? - ექსპერტთა პროგნოზები და რეკომენდაციები

✔️კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10-ჯერ მეტია იმ ქვეყნებში, სადაც მოზარდების უმეტესობა ჭარბი წონისაა - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანგარიში

✔️„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ ვალდებულებები სრულად შეასრულა“ - ჰანს კლუგე ვაქცინაზე