მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საჩხერეში, კორონავირუსით ინფიცირებული 3 პირის გამოჯანმრთელებას უახლოეს დღეებში ელოდებიან

საჩხერის კლინიკა
1585211565
COVID-19

"საჩხერის ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული 3 პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია 2 დღეში გახდება ცნობილი", - ამის შესახებ PIA-GE-ს საჩხრის სამდიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.

მისი თქმით საჩხერის კლინიკაში, სულ, 10 ბოქსირებული განყოფილებაა, რომლიდანაც ამ ეტაპზე ოთხია დაკავებული.

"ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფთაგან სამის შესახებ პასუხი, განიკურნენ თუ არა კორონავირუსისგან კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი. 2-3 დღეში გავაგზავნით ტესტებს და სავარაუდოდ, ამ კვირაში გვეცოდინება", - განაცხადა ქამუშაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, ამ დრომდე, ქყვეყანაში COVID-19-ით 75 პირია დაავადებული, მათგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა და კიდევ 6-ის გამოჯანმრთელებას ექიმები უახლოეს დღეებში ელოდებიან.