მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 5 საეჭვო პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან

საჩხერის კლინიკის ფასადი
1588089887
COVID-19

საჩხერის კლინიკაში 5 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, პაციენტები საავადმყოფოში სასწრაფო დახმარებამ საცხოვრებელი ბინებიდან შეიყვანა. პაციენტებს ტემპერატურა და პნევმონია აღენიშნებათ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში დადასტურებილი კოვიდ 19-ით ამ ეტაპზე პაციენტები არ ჰყავთ. კლინიკაში კორონავირუსით 7 პირი იყო მოთავსებული და შვიდივე გამოჯანმრთელდა.