მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სად არის შესაძლებელი ბათუმში უფასო PCR ტესტირება

 ბათუმი
1599986587
COVID-19

აჭარის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსზე PCR ტესტირება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში ხორციელდება.

  1. ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2
  2. 2. საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ.N30
  3. 3. ევექსის ამბულატორია, მის: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20
  4. 4. N4 პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N7
  5. 5. თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ტბეთის ქ.N4

მოქალაქეებს შეუძლიათ ზემოაღნიშნულ კლინიკებს 10:00 – 17:00 საათამდე მიმართონ.

PCR ტესტირებისთვის კარვები გაშილილია ბათუმში ორ ლოკაციაზე: ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტოარიაზე, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში - მერიის შენობის მიმდებარედ.

„აჭარაში კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად ჩაერთო კლინიკა „მედალფა“ და ინფექციური საავადმყოფო, რომელთაც გუშინ უკვე მიიღეს კოვიდინფიცირებული პაციანტები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ 300-მდე საწოლის მობილიზება.

რეგიონში არის საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი, ინფიცირებული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში განსათავსებლად.

ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელსაც ექნება სტაციონარში განთავსების საჭიროება, მიიღებს შესაბამის სრულყოფილ სერვისს. 18-65 წლამდე პაციენტები, რომელთა დაავადებაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს, გადაყვანილ იქნებიან შესაბამის საკარანტინო სივრცეში მედპერსონალის მუდმივი კონტროლის ქვეშ“,- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის ცენტრში.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 2227 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1369 გამოჯანმრთელებულია, 19 გარდაცვლილი.