მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველომ კორონავირუსის დამდგენი ტესტის მწარმოებელ ერთ კომპანიას ხელშეკრულება გააუქმა

ტესტი კორონავირუსზე
1585303200
COVID-19

საქართველომ კორონავირუსის დამდგენი სწრაფი ტესტის მწარმოებელ კომპანია "ბიოსთან" ხელშეკრულება გააუქმა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, აღნიშნულ კომპანიასთან თანხა გადახდილი არ არის, ხელშეკრულება ანულირებულია. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვა კომპანიასთან.

"ვიცი, რომ ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ტესტებთან დაკავშირებით. კომპანია "ბიოსმა", იქიდან გამომდინარე, რომ არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გაიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც ის იყო გაყიდული.

საქართველოს დადებული ჰქონდა ხელშეკრულება ამ კომპანიასთან , თუმცა დღეის მდგომარეობით ჩვენ ამ კომპანიის ტეტსები ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია. გარდა ამისა, მე მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას - ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული პერიოდის მანძილზე ვაკვირდებით ამ ტესტების სანდოობას, მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მათ ფართო გამოკვლევისთვის. დღესდღეობით ჩვენს მოქალაქებს არ აქვთ იმის რისკი, რომ საქართველოში არსებული ტესტირებებით მოხდეს მათი მცდარი დიაგნოსტიკა.

გვაქვს მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ იგივე სტრატეგიით. გამოგზავნილი იქნება პირველი სატესტო 2000 ტესტი. იმ შემთხვევაში თუ ტესტების სანდოობა იქნება ჩვენი მხრიდანაც დამტკიცებული, ჩვენ მოვახდენთ დამატებითი რაოდენობის შეძენას. ტესტების შერჩევა მიმდინარეობს ინფექციონისტების რეკომენდაციით, ლუგარის ლაბორატორიის რეკომენდაციით და ჩვენი საელჩოების სრული ჩართულობით", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, 1000 ტესტი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და მისი გამოყენება მარნულში მიმდინარეობს, დამყარებულია პისიარ ტექნოლოგიაზე და არის მაღალი სანდოობის.