მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთიდან ჩარტერული რეისით ჩამოიყვანენ

თვითმფრინავი ცაში
1585404053
COVID-19

უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანაგრძელდება.

ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან საქართველოს ათობით მოქალაქეს ავიაკომპანია "Airlines" ჩარტერული რეისით ჩამოიყვანს.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეისი ასევე ჩამოიყვანს საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.

ჩარტერით გამომგზავრების საფასური ერთ მგზავრზე 100 ევრო იქნება.

ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სამშობლოში გაივლიან.