მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში Covid-19-სგან კიდევ 6 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1596089488
COVID-19

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი განიკურნა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

30 ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდინფექციისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 935-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ლაბორატორიულად დადასტურებულ კოვიდშემთხვევებს, მათი რიცხვი 1160-ს შეადგენს.

ცნობისთვის, კორონავირუსი 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.