მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კიდევ ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება

NCDC-ის ხელმძღვანელი
1605190170
COVID-19

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში კიდევ ახალი შეზღუდვების დაწესება იგეგმება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

კონკრეტულად რა შეზღუდვები დაწესდება, ამირან გამყრელიძემ ამ ეტაპზე არ გაამჟღავნა და აღნიშნა, რომ ეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდება ცნობილი.

„ბალანსი უნდა იყოს, ერთის მხრივ შეზღუდვები, ოღონდ გონივრულობის ფარგლებში, რომ ამან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე უარყოფითად არ იმოქმედოს, მეორეს მხრივ ჯანდაცვის სისტემის და მოსახლეობის მზადყოფნა, რომ ჩვენ სწორი პასუხი მივცეთ ამ დიდ გამოწვევას“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, შეზღუდვების დაწესება აუცილებელია, რადგან ევროპის რეგიონში, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე სწრაფი ზრდაა.

აგრეთვე იხილეთ: 👇

🔴 3120 ინფიცირება, 2358 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

🔴 საქართველოში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა

🔴 „ზეიმი ნაადრევია“ - რას წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსის პირველ წარმატებულ ვაქცინაზე?