საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. stopcov.ge-ს გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში სულ 20 კოვიდინფიცირებულია გარდაცვლილი.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 193 შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1534 გამოჯანმრთელებულია.