მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი ინფიცირდა, 10 ივლისი 2020 წ.
1594533913
COVID-19

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 986 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 15 გარდაცვლილია.

დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით, კორონავირუსი კიდევ 6-მა პაციენტმა დაამარცხა. ჯამში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 857 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5001 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 219 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.