საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა ერთით გაიზარდა.
კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის 131 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უკვე დაბრუნდნენ, 26 კი, გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში COVID -19-ით ინფიცირებული 103 პაციენტი მკურნალობს.
კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 281 პაციენტი.