მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა

ნარიყალას უბანი
1602402680
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. აჭარაში კი, შემთხვევათა რაოდენობამ იკლო.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის:

  • თბილისში 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა;
  • აჭარაში 172 შემთხვევა;
  • იმერეთში 117 შემთხვევა;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში 16 შემთხვევა;
  • გურია 7 შემთხვევა;
  • შიდა ქართლში 7 შემთხვევა;
  • ქვემო ქართლში 4 შემთხვევა;
  • კახეთში 3 შემთხვევა;
  • სამცხე-ჯავახეთში 2 შემთხვევა;
  • მცხეთა-მთიანეთში 1 შემთხვევა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 11794 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 6327 გამოჯანმრთელებულია, 85 გარდაცვლილია.