მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 21 ივნისი 2020 წ.
1593931161
COVID-19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ სამმა პაციენტმა დაამარცხა. stopcov.ge-ს სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან ჯამში 828 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მას შემდეგ, რაც, პაციენტები კლინიკიდან გაეწერებიან, ისინი 2 კვირიან სავალდებულო იზოლაციაში გადადიან.

დღესვე კოვიდინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 951 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 15 გარდაცვლილია.

კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 199 პაციენტი.

ბოლო დროის განმავლობაში საქართველოში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევები იმპორტირებულია. ვირუსი ძირითადად საქართველოში შემოსულ ტრაილერის მძღოლებს უდასტურდებათ.