მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი განიკურნა

ექიმები პაციენტს სახლში უშვებენ
1585808610
COVID-19

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი განიკურნა. ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

დღეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 130-მდე გაიზარდა, ასევე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ქვეყანაში ჯამში 26 პაციენტია განკურნებული.

ამ ეტაპზე COVID-19-ით ინფიცირებული 102 პაციენტი მკურნალობს.

კარანტინის რეჟიმში 5437 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 260 პაციენტი.