მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1596262504
COVID-19

საქართველოში კოვიდ-19-ის დამარცხება კიდევ 7-მა პაციენტმა შეძლო. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

1-ლი აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 947-მდე გაიზარდა. რაც შეეხება კოვიდინფიცირების დადასტურებულ შემთხვევებს, მათი რიცხვი 1171-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ცნობისთვის, კორონავირუსი 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. ინფექციამ 213 ქვეყანა მოიცვა. მსოფლიო მასშტაბით ინფიცირების შემთხვევები 17 მლნ-ს აჭარბებს.