მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
1600496594
COVID-19

საქართველოში კოვიდინფიცირების 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილმა სპეციალურმა ვებგვერდმა Stopcov.ge-მ განაახლა.

19 სექტემბერის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდ-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 3306-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსმა 210-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.