მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსით საქართველოში კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა
1619419627
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში გარდაცვლილია 4043 ადამიანი.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 304272-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 287029 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.64%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.51%.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

📌 პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

📌 „ღარიბ ქვეყნებს ვაქცინებზე ხელი ჯერ კიდევ არ მიუწვდებათ“ - ჯანმოს ხელმძღვანელი

📌 „ალბათობა, რომ კორონავირუსის ინდური შტამი ფართოდ გავრცელდება, შედარებით ნაკლებია“- ცერცვაძე