მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსის შემთხვევის აღწერა
1595242736
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, გარდაცვლილია 70 წელს ზევით ასაკის მამაკაცი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავიურის 1039 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 900 გამოჯანმრთელებულია.

კარანტინის რეჟიმში 5534 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 267 პაციენტი.