მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევების რიცხვი 800-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი ინფიცირდა, 15 მაისი 2020 წ.
1591124839
COVID-19

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 ახალი ფაქტი დადასტურდა, რის შედეგადაც შემთხვევების რიცხვი 800-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გადაცემა „თავისუფალ“ ხედვაში განაცხადა.

„დილისთვის გვქონდა 796 შემთხვევა და ვიდრე თქვენთან მოვდიოდი, ოთხი შემთხვევა დაგვემატა, 800 შემთხვევა გვაქვს კოვიდდადებითი. ერთი გახლავთ ცნობილი კლასტერიდან, ბოლო კლასტერის კონტაქტია, რასაც ხალხში საბურთალოს კლასტერს ეძახიან. სამი არის ტრაილერის მძღოლი, ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, კორონავირუსზე ამ დროისთვის 400-მდე მძღოლია გამოკვლეული და მათგან ინფიცირება მხოლოდ 3-ს დაუდასტურდა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, რადგან მძღოლები ქვეყანაში შემოსვლისას კარანტინში გადადიან, ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ.