მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამეგრელოში 3 ბავშვს Covid- 19 არ დაუდასტურდა

საავადმყოფოს დერეფანი
1588925256
COVID-19

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ სამ ბავშვს Covid- 19 არ დაუდასტურდა.

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაგზავნილი 15 ბიოლოგიური ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკოლოს ქარცივაძის ინფორმაციით, მათ შორის სამედიცინო პერსონალი და მცირეწლოვანი ბავშვები არიან.

რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევას, მედიკოსების თქმით, შუახნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას არსებითი სიმპტომები არ აღენიშნება. თურქეთში მოგზაურობის ისტორიით შუახნის ქალი განმუხურის საკარანტინო სივრციდან Covid დადებითი დიაგნოზით ორი დღის წინ შეიყვანეს.