მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამეგრელოში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დადასტურდა

სამეგრელო, ზუგდიდი
1602835845
COVID-19

სამეგრელოში გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 27 შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა, მათგან ათი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო 17 ახალი შემთხვევაა და ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, სენაკსა და ფოთშიც. მათი ნაწილის ინფიცირების წყარო უცნობია და ეპიდენიოლოგები მათ კონტაქტებს იკვლევენ.

2 შემთხვევა უკავშირდება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს. ისინი უკვე ინფიცირებულის კონტაქტები არიან და რუხის კლინიკაში ცხელებით იმყოფებოდნენ.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 88 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 4 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 1 პაციენტი, როემლიც ბათუმის მაცხოვრებელია. რუხის კლინიკიდანა გაეწერა 3 პაციენტი, ყველა ზუგდიდელია.

ინფორმაციისთვის, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 158 ადამიანი. საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა.