მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამშაბათიდან ტესტირებებში კერძო ლაბორატორიებიც ერთვებიან

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1587411081
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამშაბათიდან კორონავირუსზე ტესტები კერძო ლაბორატორიებშიც ჩატარდება, რაც პაციენტის პასუხის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„ჩამოვიდა ტესტები, რომლებსაც ველოდით პისიარ ტესტების მარაგი შეივსო და ასევე ფართოვდება ლაბორატორიული ქსელი. სამშაბათიდან პისიარ ტესტებს ახალი კერძო ლაბორატორიები შემოუერთდება, რაც გააფართოებს ქსელს და შეამცირებს პასუხების დროს. შესაბამისად პაციენტს დიდხანს აღარ მოუწევს კლინიკაში დაყოვნება. ასევე ფართოდაა გამოყენებული ანტისხეულების ტესტები, რაც უკვე მეხუთე მეექვსე დღიდან იძლევა ინფექციის მიმდინარეობის გამოვლენას. ამ ტესტებსაც ვიყენებთ უკვე კოვიდ კლინიკებსა და ცხელების ცენტრებში. მნიშვნელოვანია, რომ ტესტების ნაწილი რეგიონებშიც იქნება და ადგილზე შეძლებენ პასუხების გაგებას", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ის ჯგუფები დაასახელა, რომლებისთვისაც პრევენციული ღონისძიების სახით ტესტირების ჩატარება რეკომენიდრებულია. დასახელებულთა შორის არიან სამედიცინო პერსონალი, სამონასტრო კომპლექსში მცხოვრები პირები, ფსიქიატრიული ბენეფიციარები და თავშესფრის მაცხოვრებლები.

"პრევენციული სახით ტესტირება რეკომენდირებულია ჯგუფებისთვის ვინც არის განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ, ამაში შედის - სამედიცინო პერსონალი, თავშესაფარში მცხოვრები პირები, ასევე ის პირები ვინც საქმიანობს ორგანიზებულ ჯგუფებში. ორგანიზებული ჯგუფებიდან დაწყებული გვაქვს ჯარისა და სამედიცინო პერსონალის მოიცვა, შემდეგი ჯგუფი იქნება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული და ასევე იქ მცხოვრები ბენეფიციარები, თავშესაფარში მყოფი პირები და ასევე სამონასტრო კომპლექსებში მცხოვრები ადამიანები, მათთვისაც რეკომენდირებულია ანტისხეულებით ტესტირება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 402 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაცვლილია 4 პირი ხოლო გამოჯანმრთელებულია 95 ადამიანი.