მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამცხე-ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში 153 პირი რჩება

თვითიზოლაციის რეკომენდაცია
1586455762
COVID-19

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კარანტინის რეჟიმში 140 მოქალაქე რჩება. ისინი ახალციხის ერთ და ბაკურიანის ხუთ საიზოლაციო სივრცეში არიან გადანაწილებულნი.

რეგიონის მეშვიდე საკარანტინო ზონა - აბასთუმნის ფილტვის ცენტრი, ერთი კვირაა პაციეტის გარეშეა.

"კარანტინში მყოფი პირების რაოდენობამ თანდათან დაიკლო, აღარ არის მოქალაქეების შემოდინება. მიზეზი ისიცაა, რომ რეგიონში არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტებით ახლა უკვე მხოლოდ ტვირთების გადაზიდვა ხდება. ვინც იყო ქვეყანაში შემომსვლელი, ერთიანად შემოვიდა. კარგი ისაა, რომ არც ერთ პირს არ აღმოაჩნდა ვირუსი“, - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა გიორგი მიქელაძემ.

6 მუნიციპალიტეტში, თვითიზოლაციაში რჩება 13 პირი. ისინი ჯანდაცვის უწყების მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით, ორ კვირას მოქალაქეებისგან იზოლირებულ გარემოში გაატარებენ.