მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთში კორონავირუსის 20 339 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დროშა პარიზში
1602275084
COVID-19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 20 339 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

არსებული მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 691 977 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 32 583 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი 100 828-ს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.