საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შესანიშნავი შეხვედრა შედგა. ჩვენი მოსაზრებები თანხვედრაშია იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს ბოლო წლების განმავლობაში აკავშირებს,- ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან იმ 3 საკითხებზე ისაუბრა, რაზეც შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება, მათ შორის ახალი კორონავირუსი და მსოფლიო ბანკის დახმარება ვაქცინაციის პროცესში.
„ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ქვეყნისა და ხალხისთვის ვაქცინაციის მიმართულებით მთავრობის ძალისხმევის ხელშეწყობის მიზნით.
ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რათა ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე სისტემის მზაობის შეფასება მოხდეს, ხოლო შემდეგ უშუალოდ ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის სურვილიც გვაქვს. მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის ახალი პრიორიტეტები და სტრატეგია.
ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები. მსოფლიო ბანკი ბევრ ქვეყანას - მათ შორის დასავლეთ ბალკანეთის რეგიონს - დახმარებია ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების დაკმაყოფილებაში. ამჯერად, მზად ვართ საქართველოს დავუჭიროთ მხარი ამ მიმართულებით.
მესამე და ბოლო საკითხი იყო სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი, რაც სამომავლოდ კონკურენციის ხელშეწყობას, ციფრული და მწვანე ეკონომიკის შექმნას გულისხმობს“, - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
👉 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუს შეხვდა
„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ვერცერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი ვერ შევა კონკურენციაში ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან. ბოლო პერიოდმა ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, და რომელი ჯგუფის ინტერესები ემთხვევა ხშირ შემთხვევაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით მათიკაშვილი აცხადებს.
„რიონის ხეობის“ ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებისგან საჭირო პასუხს ვერ მიიღებენ, პროტესტის ტალღა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და საპროტესტო მუხტი უფრო აიწევს.
ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანე მოუწოდებს ნიკა მელიას, რომ გაითვალისწინოს ევროკავშირის მიერ დოკუმენტით გათვალისწინებული წინადადებები.
„დღეს ნებისმიერი დამატებითი შეზღუდვა ეს არის ეკონომიკის სიკვდილი“ - ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს.
ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე, ამნისტიაც.