მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სენაკში სკოლის მასწავლებელსა და მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

კორონავირუსი სკოლაში
1600670460
COVID-19

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლაში კორონავირუსი მასწავლებელსა და მის ორ მოსწავლეს დაუდასტურდა.

სენაკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

ეპიდემიოლოგების ცნობით, მასწავლებლის ინფიცირების წყარო უკვე ინფიცირებული ქალია, რომელსაც-Covid 19 რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა.

სკოლაში ტესტირებები უკვე ჩატარდა. ამასთან, სოფელში კიდევ ერთი შემთხვევაა დადასტურებული. აღნიშნული შემთხვევის ეპიდკვლევა გრძელდება.