მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სეზონურ გრიპზე ნებისმიერი მოქალაქე უნდა აიცრას“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ექიმი-იმუნოლოგი
1600851943
COVID-19

დღეს, 23 სექტემბერს ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასა და ზოგადად, სეზონურ გრიპებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მოქალაქე აიცრას სეზონურ გრიპზე.

„სახელმწიფოს ვაქცინა შეკვეთილი აქვს და ის ქვეყანაში სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში იქნება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

მისი თქმით, სამედიცინო სფეროსა და რისკჯგუფის წარმომადგენლებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინას უფასოდ გადასცემს.

„მათ ვინც არ წარმოადგენენ სამედიცინო სფეროს და არც რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან, მოუწევთ კომერციული ვაქცინების შეძენა“, - დასძინა მან.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ სეზონურ გრიპზე აიცრას ნებისმიერი მოქალაქე, რადგან 6 თვის ასაკის ზემოთ ვაქცინას არანაირი სამედიცინო შეზღუდვა არ აქვს.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა და 2 პაციენტის გარდაცვალება დადასტურდა.