მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შესაძლოა, იყოს ემოციური მდგომარება“ - ენდელაძე ახალციხეში კომაში ჩავარდნილ ვაქცინირებულ პაციენტთან დაკავშირებით

ბოქსირებული განყოფილება
1616070782
COVID-19

ექიმი, ინფექციონისტი მარინა ენდელაძე ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში ახალციხეში,  კოვიდვაქცინაციის შემდგომ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ, კომაში ჩავარდა.

ინფექციონისტის განმარტებით, ასტრაზენეკას ვაქცინა ალერგიული რეაქციით არ ხასიათდება.

ექიმი ამბობს, რომ შესაძლოა, პაციენტს ემოციური, კოლაპტოიდური მდგომარეობა ჰქონდა.

„რა თქმა უნდა, შეიძლება მდგომარეობიდან გამოვიდეს. ამისთვის არსებობს ბრიგადა, მზად გვაქვს ყველაფერი. შეიძლება, როგორ არ შეიძლება მდგომარეობიდან გამოყვანა.

შეიძლება იყო ემოციური კოლაპტოიდური მდგომარეობა, რომელიც აბსოლუტურად არ იყოს არანაირ ფილაქსიასთან ანუ ალერგიასთან კავშირში. ეს ვაქცინა ასეთი ძლიერი ანაფილაქსიით არ ხასიათდება. ჩვენთან უკვე ძალიან ბევრმა გაიკეთა და მე იმ წუთშივე გამოვედი კაბინეტიდან. თუ განვითარდა ანაფილაქსია ანუ ალერგიული რეაქცია, ამისთვისაც ყველა ამცრელი კაბინეტი მზად არის“, - აცხადებს ენდელაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა