მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შვედეთი კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესებას იწყებს

შვედეთში შეზღუდვები წესდება
1605599355
COVID-19

შვედეთი, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო, ახალი შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. 

პრემიერ-მინისტრ სტეფან ლოფვენის განცხადებით, მოსალოდნელია ეპიდსიტუაციის „კიდევ უფრო გაუარესება“, რის გამოც 16 ნოემბრიდან ქვეყანაში საზოგადოებრივ სივრცეებში მოქალაქეთა დასაშვები რაოდენობა 50-დან 8-მდე შემცირდა.

„ეს არის ნათელი და მკაფიო სიგნალი ჩვენი ქვეყნის ყველა მაცხოვრებლისთვის იმის შესახებ, თუ რა შეიძლება შეიზღუდოს მომავალში. არ იაროთ სავარჯიშო დარბაზში, არ იაროთ ბიბლიოთეკაში, ნუ ივახშმებთ გარეთ, არ მოაწყოთ წვეულება”, - აღნიშნა სტეფან ლოფვენმა პრესკონფერენციაზე.

ახალი აკრძალვა ვრცელდება საზოგადოებრივ შეკრებებზე, როგორიცაა კონცერტები, ლექციები და თეატრალური წარმოდგენები, თუმცა არ ეხება კერძო სივრცეში შეკრებებს.

Financial Times- ის კითხვაზე, თუ რატომ არ აცხადებს შვედეთი სრულ კარანტინს ლოფვენმა უპასუხა, რომ „ზომები, რომლებსაც სახელმწიფო მიმართავს, საკმარისია“.

შვედეთში კორონავირუსის 177 355 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 6 164 ადამიანი.

👉 შეგახსენებთ, რომ აქამდე შვედეთი დანარჩენი ევროპისგან იმით განსხვავდებოდა, რომ იგი უარს ამობდა საკანონმდებლო დონეზე შეზღუდვების დაწესებაზე და მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვისა და სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებდა.

👉 გაზაფხულზე ქვეყანამ შეზღუდვები არ დააწესა, თუმცა პრემიერის თქმით, ინფიცირების შემთხვევების შემცირებისთვის ახლა ეს აუცილებელია.