მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოსა და აზერბაიჯანის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება

კორონა  სომხეთი
1590394288
COVID-19

სომხეთში კოვიდსიტუაცია ყოველდღიურად უარესდება. გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 452 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 პაციენტი გარდაიცვალა. ორივე მონაცემი რეკორდულია.

სომხეთში ლაბორატორიულად დადასტურებული COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7113-ს აღწევს, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის ჯამურ მაჩვენებელს 1.46-ჯერ აღემატება. გარდაცვლილთა რაოდენობა 87-ს აღწევს რაც ასევე 1.42-ჯერ უფრო მეტია ვიდრე საქართველოსა და აზერბაიჯანში ერთად.

1 მლნ მოსახლიდან სომხეთში კორონავირუსი 2401 პირს დაუდასტურდა და ამ მხრივ ქვეყანა მსოფლიოში 35-ე პოზიციას იკავებს.