მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოსახლეობის 1%-ს გადააჭარბა

კორონა  სომხეთი
1594281150
COVID-19

სომხეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა,  რაც ქვეყნის მოსახლეობის 1%-ზე მეტია. აბსოლუტური მაჩვენებლით სომხეთი 48-ე ადგილზე, ხოლო მოსახლეობის ფარდობასთან გათვალისწინებით მე-9 ადგილზე იმყოფება.

სომხეთში COVID 19 პირველად 1-ელ მარტს დაფიქსირდა და თავიდანვე სწრაფი ზრდით გაგრძელდა. 1 თვის შემდეგ ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 571-ს, 2 თვის შემდეგ 2148-ს, 3 თვის შემდეგ 9492-ს, ხოლო 4 თვის შემდეგ - 26 065-ს მიაღწია.

ვირუსის გავრცელების მასშტაბით 1 მლნ-დან 10 240 - მე-9 ადგილი, სომხეთმა რეგიონში ყველა ქვეყანას გადააჭარბა. მისი 4 სახმელეთო მეზობლიდან ირანი 48-ე ადგილზეა 2956 ინფიცირებული ყოველი 1 მლნ მოსახლიდან, თურქეთი 57-ეზე - 2477 ინფიცირებული 1 მლნ-დან, აზერბაიჯანი 64-ზე 1 მლნ-დან 2132 ინფიცირებული და საქართველო 150-ეზე 1 მლნ-დან 243 ინფიცირებული. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველოსთან შედარებით სომხეთში კორონავირუსი 42-ჯერ ფართოდაა გავრცელებული.

სიკვდილიანობის დაბალი კოეფიციენტის გამო მდგომარეობა შედარებით უკეთესია მსხვერპლის მხრივ. 1 მლნ-დან 181 გარდაცვლილით სომხეთი 24-ე ადგილზე იმყოფება, რაც მსოფლიო საშუალოზე - 70.8-ზე მაღალია, მაგრამ ეს ინფიცირების მასიური გავრცელებითაა გამოწვეული. სხვა მხრივ მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევბიდან სიკვდილიანობის კოეფიციენტი 4.53%-ს უდრის, სომხეთი კი 1.76%-ს.