მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ დიღომში კორონავირუსი დაბადების დღეზე გავრცელდა

NCDC-ის ხელმძღვანელი
1600776043
COVID-19

თბილისში სოფელ დიღმის კლასტერი გაჩნდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი კლასელები დაბადების დღეზე შეიკრიბნენ, სადაც კოვიდინფიცირებულიც იმყოფებოდა.

„გვაქვს თბილისში კლასტერი სოფელ დიღომში. დაბადების დღესთან იყო დაკავშირებული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იყვნენ კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები. იყო ინფიცირება. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია. ამ ეტაზპე სტაბილიზირებულია მდგომარეობა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 გამოჯანმრთელდა, 3 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.