მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სოფლის მოსახლეობა სამწუხაროდ არ ითვალისწინებს მოწოდებას - სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობელთან სახლი დარჩენას“

იმნაძე მთავრობის ადმინისტრაციაში
1587895784
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, მასობრივმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ბოლო დროს განხორციელებულმა რეგულაციებმა ვირუსის ნაკადის შედარებით შეჩერება შეძლო.

იმნაძემ ადამიანებს კიდევ ერთხელ მოუწოდა სახლში დარჩენა, ამ შემთხვევაში მან სოფლად მაცხოვრებლებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახლის დარჩენის პრინციპი რეგიონებში არასწორად იყო გაგებული.

„822 ტესტი გაკეთდა და აქედან 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ 919 ტესტიდან 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში 5 ათაზე მეტი სწრაფი ტესტია ჩატრებული.

ბოლო თვეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებებით შევძელით რომ ინფექცია ნახტომისებურად არ გავრცელებულიყო, შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ეს შევძელით, დიდი იმედი გვაქვს რომ ასე გაგრძელდება. ხვალ რეგულაციების ნაწილი იხსნება და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას. სოფლის მოსახლეობა სამწუხაროდ არ ითვალისწინებს. სახლში დარჩენა ნიშავს სახლში დარჩენას და არა მეზობლებში გადასვლას.“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში 26 აპრილის მონაცემებით ინფექციის 485 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაცვლია 6 პირი, გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი კაი 139-მდე აგაზრდილი.