დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 373 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
✔️ აჭარა - 19
✔️ იმერეთი - 47
✔️ ქვემო ქართლი - 6
✔️ შიდა ქართლი - 41
✔️ გურია - 19
✔️ სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28
✔️ კახეთი - 16
✔️ მცხეთა-მთიანეთი - 8
✔️რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8
✔️სამცხე-ჯავახეთი - 4
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 396.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 332 ადამიანი, 164 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 1 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
სულ 6 ოქტომბრიდან - 26 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 209 პირი.
იხილეთ აგრეთვე:
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა
ინფიცირება - 373, გამოჯანმრთელება - 542 - ეპიდვითარება საქართველოში