მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისი 1 863, აჭარა 664 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
1606460610
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 780 დადასტურებული შემთხვევიდან, ყველაზე მეტი ისევ თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

🔺 თბილისი 1 863

🔺 აჭარა 664

🔺 ქვემო ქართლი 319

🔺 იმერეთი 648

🔺 შიდა ქართლი 259

🔺 გურია 102

🔺 სამეგრელო-ზემო სვანეთი 385

🔺 კახეთი 280

🔺 მცხეთა 128

🔺 სამცხე-ჯავახეთი 89

🔺 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 43

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 013. მათ შორის, 6 251 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -2 724, აჭარაში -1 020, იმერეთში -1 219. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 976 პირი, მათ შორის, თბილისში - 447, აჭარაში -154, იმერეთში -226. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 375 პირი, მათგან თბილისში -201, აჭარაში -49, იმერეთში -45.

3 863 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის 1266 - თბილისში, 2 039 - აჭარაში, 278 - იმერეთში. 9 899 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 114 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 458, აჭარაში - 1 034, ხოლო იმერეთში - 35.

სულ 6 ოქტომბრიდან 26 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 18 327 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 554 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 087 პირი, აჭარაში - 14 450, იმერეთში - 4 816“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ეპიდვითარება საქართველოში

👉 28 ნოემბრიდან ორთვიანი შეზღუდვები ამოქმედდება

👉 ცნობილია რას არ შეეხება შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით