მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში კორონავირუსის 976 შემთხვევა გამოვლინდა

უცხოური მედია - ევროპაში არ არსებობს ისეთი ღვინოები და ყურძნის სახეობები, რომლებსაც საქართველოში შეხვდებით
1604560484
COVID-19

გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსი 2 401 შემთხვევიდან, ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • თბილისი - 976 შემთხვევა
  • აჭარა - 328
  • იმერეთი - 368
  • ქვემო ქართლი - 61
  • შიდა ქართლი - 135
  • გურია - 62
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 280
  • კახეთი - 70
  • მცხეთა-მთიანეთი - 31
  • სამცხე-ჯავახეთი - 55
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35

ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 332.

4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 198, აჭარაში - 723.

მძიმე პაციენტის რაოდენობაა 638, მათ შორის, თბილისში - 316, აჭარაში - 100. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 293 პირი - მათ შორის, თბილისში - 150, აჭარაში - 94.

2 446 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 127 - აჭარაში, ხოლო 822 - თბილისში.

8 397 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3 160 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 682, აჭარაში-1 426.

სულ, 6 ოქტომბრიდან - 4 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 12 110 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 690 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 819 პირი, აჭარაში - 11 423, იმერეთში - 4 177.

აგრეთვე იხილეთ: 👇

🔶 ინფიცირება 2 401, გამოჯანმრთელება 2 289 - ეპიდვითარება საქართველოში

🔶 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა