მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თენგიზ ცერცვაძე გამყრელიძეზე: ალბათ გინახავთ, როგორ ესხმიან თავს აფთრები მარტოდ დარჩენილ ლომს

ინფექციონისტები
1613067131
COVID-19

ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე, „ტვ პირველის“ ეთერში ამირან გამყრელიძის სტუმრობას გამოეხმაურა. სადაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორს  სხვადასხვა სამედიცინო ექსპერტთან დებატები მოუწია.

„ვინც უყურა „TV-1“-ის ა.წ. 8 თებერვლის გადაცემა „პირველებს“ ბ-ნი ამირან გამყრელიძისა და ე.წ. ექიმი-ექსპერტების მონაწილეობით, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? ალბათ გინახავთ (ტელევიზიით, ინტერნეტით), როგორ ესხმიან თავს აფთრები მარტოდ დარჩენილ ლომს.

ალბათ, ისიც გასაგებია, თუ რატომ ვართ ამ დღეში და ისიც, თუ რატომ უმკლავდება ყველაფრის მიუხედავად საქართველო ყველაზე სერიოზულ გამოწვევებს ასე წარმატებით.“ - წერს თენგიზ ცერცვაძე