ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.
„ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა“,- აცხადებენ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში.
ინფორმაცვიისთვის, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. თავდაპირველად სახლში მკურნალობდა. 19 ნოემბერს კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
🔆 ცერცვაძე: ვცდილობ ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს