მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: კოვიდინფიცირებული 10 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა

ჯანდაცვის მინისტრი შეხვედრაზე
1586109284
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, 10-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ჰოსპიტალში მკურნალობას 134 პაციენტი გადის. ტიკარაძე დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობას მძიმეს უწოდებს.

" 10 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა და 2 პაციენტი საკმაოდ მძიმედაა. ყოველ ერთ საათში გვაქვს განახლებული ინფორმაცია და იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე საათში ისინი გადალახავენ კრიზისულ პერიოდს", - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა ონლაინ კლინიკებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით ასეთი ტიპის 25 კლინიკა ფუნქციონირებს.

"სასწრაფო ბრიგადებისა და ასევე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად არის შექმნილი ონლაინ კლინიკები, რომლებიც წინა ოთხშაბათიდან აქტიურად მოქმედებს საქართველოს მასშტაბით. ქვეყნის მასშტაბით 25 კლინიკაა ჩართული ამ პროცესში", - განაცხადა "იმედის" ეთერში ტიკარაძემ.