მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტიკარაძე: რამდენიმემ COVID-19 უსიმპტომოდ გადაიტანა, ისინი სტაციონარში არ მოთავსებულან

ჯანდაცვის მინისტრი შეხვედრაზე
1588683609
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში არის შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მოქალაქემ COVID-19 უსიმპტომოდ გადაიტანა. ისინი სტაციონარში არ მოუთავსებიათ.

"საქართველოში გვაქვს შემთხვევები, როდესაც პაციენტებს გადატანილი აქვთ ინფექცია, რომლებსაც არ უდგინდებოდათ სიმპტომები, ასეთია რამდენიმე მოქალაქე. მათი ყველა კონტაქტი არის გამოკვლეული და ამ ადამიანებში ჩვენ გვყავს ასევე ისეთები, რომლებზეც მონიტორინგი დღესაც მიმდინარეობს", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 604 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 240 გამოჯანმრთელდა, 9 გარდაიცვალა.