მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თორნიკე რიჟვაძე: აჭარის ან ბათუმის ჩაკეტვა დღის წესრიგში არ დგას

თორნიკე რიჟვაძე
1599906453
COVID-19

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგი გამართა. რიჟვაძემ ბათუმში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ისაუბრა და მისი განცხადებით არც ბათუმის და არც მთლიანად აჭარის რეგიონის ჩაკეტვა არ იგეგმება.

„აჭარის ან ბათუმის ჩაკეტვა დღის წესრიგში არ დგას და არც დადგება. ახლა არის საარჩევნო პერიოდი და ყველასთვის მნიშვენლოვანია, სრული შესაძლებლობა გვქონდეს, საარჩევნო პროცესი ეფექტურად და ღირსეულად განხორციელდეს“, – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ დღეს აჭარაში კორონავირუსის 80 შემთხვევა დაფიქსირდა.