მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცერცვაძე: COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულის პლაზმა ერთხელ უკვე გამოვიყენეთ

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1589219852
COVID-19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა კრიტიკულად მძიმე ერთ პაციენტზე უკვე გამოიყენეს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაზემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, პლაზმა 83 წლის კოვიდინფიცირებულზე გამოიყენეს, თუმცა პაციენტი კრიტიკული მდგომარეობიდან ჯერ არ გამოსულა და ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია 2-3 დღეში გახდება ცნობილი.

"ყოველთვის გესმოდათ, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წევს კრიტიკული პაციენტი, 83 წლის. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი ჩვენს კლინიკაში და ალბათ მთელ ქვეყანაში. ის ჟანგბადდამოკიდებულიც იყო. ჩვენ ამ პაციენტის შემთხვევაში გამოვიყენეთ პლაზმა ორჯერ, ასევე გამოვიყენეთ ძლიერმოქმედი მედიკამენტი. ჯერ არ ითვლება, რომ ეს პაციენტი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა, თუმცა კრიტიკულობის პიკმა გაიარა. მაგრამ ეს პაციენტი ჯერ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. უფრო ზუსტად ამ პაციენტის შესახებ ინფორმაცია 2-3 დღეში იქნება ცნობილი, როდესაც კრიტიკული პერიოდი ან გაივლის და პაციენტი გამოჯანმრთელდება, ან ეს არ მინდა დავუშვა, მაგრამ შედეგი არასასურველი იქნება", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.