მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ციციშვილის კლინიკაში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

ჩვილი გარდაიცვალა
1626767596
COVID-19

ციციშვილის კლინიკაში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო PIA.GE-ს კლინიკის ექიმმა მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.

ექიმის განცხადებით, ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ჩვილი 2 თვის ასაკის იყო.

შეგახსენებთ, რომ კლინიკაში 22 დღის კოვიდინფიცირებული ჩვილი 16 ივლისსაც გარდაიცვალა.

ციციშვილის კლინიკაში რჩება ერთი კოვიდინფიცირებული ახალშობილი, რომლის მდგომარეობაც მცირედით გაუმჯობესდა.