მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ადამიანს ვაქცინის პირველ დოზაზე მძიმე ალერგიული რეაქცია ჰქონდა, მას მეორე დოზა ვერ გაუკეთდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1617981759
COVID-19

„თუ ადამიანს ვაქცინის პირველ დოზაზე ჰქონდა მძიმე ალერგიული რეაქცია, რა თქმა უნდა, მას იგივე ტიპის ვაქცინის მეორე დოზა ვერ გაუკეთდება. დანარჩენ შემთხვევაში, ასაკობრივი შეზღუდვის გარდა, როგორიცაა 16 და 18 წელი, სხვა წინააღმდეგობა სრული უკუჩვენების ბუნებაში არ არსებობს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ქვეყანაში იმუნიზაციის ცენტრების რიცხვი გაიზრდება, რაც ვაქცინაციის პროცესს ინტენსიურს გახდის.

„ჩვენი მიზანი უნდა იყოს დღეში მინიმუმ 3000 აცრის გაკეთება, რათა შემოდგომამდე გეგმას მიუახლოვდეთ. აუცილებელი პირობაა ინტენსიფიკაცია, რათა ვაქცინაციის გავლენა იგრძნოს ქვეყანამ“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ქრონიკული დაავადებების ქონა ვაქცინაციის წინაღობას არ წარმოადგენს.

„ვაქცინაცია პირველ რიგში სწორედ იმ ადამიანებს უნდა გაუკეთდეს, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს. ვაქცინას არ აქვს წინააღმდეგობა დიაბეტთან ან ასთმასთან მიმართებაში“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

როგორც მან განმარტა, პირებმა, რომლებიც მედიკამენტებს მკურნალობის კურსის ფარგლებში იღებენ, ვაქცინაციამდე წამლების მიღება ჩვეულებრივად უნდა განაგრძონ, რადგან ეს არავითარ პრობლემას არ გამოიწვევს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ამ დროისთვის აცრისთვის „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაცქინები გამოიყენება, ხოლო „სინოფარმით“ ვაქცინაციის დასაწყებად ჯანდაცვის სამინისტრო ჯანმო-სგან მის აღიარებას ელოდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის ვაქცინაცია მეტად ხელმისაწვდომი გახდება“ - ტიკარაძე

⭕ ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირება მოქალაქეებს ახალ ვებ-პორტალზე შეეძლებათ

⭕ საქართველოში ჩინური ვაქცინის გამოყენება დაახლოებით 20 აპრილიდან დაიწყება