მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ მოვიქცეთ, როცა გულის პრობლემებს COVID-19 ემატება?

გულ-სისხლძარღვთა პრობლემა
1606307106
COVID-19

კარდიოლოგმა სულხან ლომინაძემ  კორონავირუსსა და გულის დაავადებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„მინდა გითხრათ, რომ გული პირდაპირ კავშირშია ფილტვებთან. რა თქმა უნდა, ფილტვების დაზიანება იწვევს გულის დიდი დატვირთვით მუშაობას. აქედან გამომდინარე როდესაც პაციენტს უკვე აქვს პათოლოგიები, მისი გული ვეღარ უძლებს ამ დატვირთვით მუშაობას და ხდება გართულებები.

ზოგადად კოვიდ პაციენტებში გართულებები გულის მხრივ არის მათ 25%-ში“, - განაცხადა სულხან ლომინაძემ.

მისი თქმით, თუ პაციენტს აქვს ჰიპერტენზია, დიაბეტი და ა.შ. ეს ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას.

„მინდა გულის პრობლემების პაციენტს ავუხსნა, არაერთი სტატია იწერება იმასთან დაკავშირებით, რომ კოვიდით დაავადების დროს გულის პრეპარატების მიღება არ შეიძლება, ამის არანაირი მტკიცებულება დღემდე არ არსებობს.

თუ თქვენ ღებულობთ გულის პრეპარატებს და დაგემართებათ კოვიდი არცერთ შემთხვევაში არ შეწყვიტოთ არცერთი წამლის მიღება კონსულტაციის გარეშე.

ჯერჯერობით გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული ლეტალობა მსოფლიოში პირველ ადგილზეა და მას კორონა ვერ შეედრება. აქედან გამომდინარე არ უგულებელყოთ ის ჩივილები, რაც მოდის გულიდან“, - აღნიშნა ექიმმა.

📌 ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 071 შემთხვევა დადასტურდა.

👉 პაატა იმნაძე: შეიძლება ყოველდღიურად 10 000 ინფიცირებული გვყავს

👉 საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე მსჯელობა მიმდინარეობს