მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში ერთ დღეში კორონავირუსის 3000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფიცირებული პაციენტი
1587587462
COVID-19

თურქეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 3 083 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 98 674-მდე გაიზარდა.

ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 117 ფაქტი დაფიქსირდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 2 376-ს აღწევს.

კორონავირუსი მსოფლიოს 110 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულია 2 621 000-ზე მეტი და გარდაცვლილია 183 000-ზე მეტი ადამიანი.