მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

კორონა  თურქეთი
1606078381
COVID-19

თურქეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 6 017 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

„დღეს გამოვლენილია COVID 19-ის 6 017 ახალი შემთხვევა, ჯამში ინფიცირებულია - 446 822. გარდაიცვალა კიდევ 139 პაციენტი, სულ - 12 358.

მძიმე მდგომარეობაშია 4,217 პაციენტი. გამოჯანმრთელებულია კიდევ 3 812 , სულ - 374 637 ადამიანი“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალური განცხადება 2019 წლის 31 დეკემბერს გაავრცელა. იფექციამ ჯამში 216 ქვეყანა მოიცვა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა.