მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უჰანში, დიდი ხნის შემდეგ, კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჩიენთის საავადმყოფო
1589100584
COVID-19

ჩინეთის ქალაქ უჰანში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად არის ცნობილი, დიდი ხნის შემდეგ, ინფიცირების ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის კომიტეტი ავრცელებს.

უწყების თანახმად, ახალი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამავე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჰუბეის პროვინციაში კორონავიურსის უსიმპტომოდ მიმდინარეობის 17 ფაქტი დაფიქსირდა. ჯამში კი უსიმპტომო პაციენტების რიცხვი პროვინციაში 616-ს შეადგენს.

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 82 901 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვლილია 4 633 და გამოჯანმრთელებულია 78 120 პაციენტი.