მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

13 მარტიდან საქართველოში ვაქცინა შემოვა

„საქართველოში გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი 83% -ია“
1615457036
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ვაქცინა დაჩქარებული წესით შემოვა. 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა ტიკარაძემ აღნიშნა, შაბათიდან ქვეყანაში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ეტაპობრივად შემოვა.

„ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით და ერთი კვირით გადმოიწია თარიღმა. უკვე დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, რომ შაბათიდან საქართველოში ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება მოხდება“, - განაცხადა ტიკარაძემ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, „კოვაქს“ პლატფორმასა და UNICEF-ს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხდვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში ინფექსიიც დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 274 045-ს შეადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

საქართველო პირველად AstraZeneca-ს ვაქცინას მიიღებს